ბრიფი
შექმენი ნამუშევარი, რომელიც ასახავს ქალაქის ტექსტურას, ის, რასაც ყოველდღე ვხედავთ, მაგრამ იშვიათად ვამჩნევთ: ძველი აბრები, ფასადები, ტიპოგრაფია, ხმაური, სინათლე, რიტმი.
ფორმატი თავისუფალია: პოსტერი, ფოტოსერია (3–5 კადრი), 15–30 წამიანი ვიდეო ან მოუშენი, 3D სცენა, ილუსტრაცია, ინტერფეისის კონცეფცია ან 30–60 წამიანი ლუპი/ტრეკი.
მოთხოვნები: ნამუშევარი უნდა იყოს ახალი და შენი. მესამე მხარის მასალა, მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიით. AI-ით გენერირებული ძირითადი ვიზუალი ამ გამოწვევაში არ მიიღება.
ჯილდო: Challenge Winner როლი და ადგილი Hall of Fame-ში.
შემოქმედებითი გამოწვევები
გამოწვევა არის მოკლე ბრიფი და ვადა. მიზანია პრაქტიკა, ექსპერიმენტი და ერთმანეთის შთაგონება.
მონაწილეობის წესები
• ერთი ნამუშევარი თითო მონაწილეზე
• ნამუშევარი უნდა იყოს შენი და შექმნილი გამოწვევის პერიოდში
• AI დაშვებულია მხოლოდ მაშინ, თუ ბრიფი ამას პირდაპირ ამბობს
• ნამუშევარი იგზავნება ღილაკით „ნამუშევრის გაგზავნა“, ბმულით (Behance, Drive, YouTube და ა.შ.)
შეფასება
გამარჯვებულს ირჩევს სტაფი სამი კრიტერიუმით: იდეა, შესრულება და ბრიფთან შესაბამისობა. გამარჯვებული იღებს {@&challengeWinner} როლს და ხვდება #hall-of-fame არხში.
უფლებები
ნამუშევრის ავტორობა ყოველთვის შენთან რჩება. გაგზავნით თანხმდები, რომ Creativo-მ ის შეიძლება აჩვენოს სერვერზე და სოციალურ ქსელებში ავტორის მითითებით.