
01. ნამუშევრები
აჩვენე, რაზე მუშაობ და მიიღე ნამდვილი აზრი
დასრულებული ნამუშევრები, პროცესი და პირადი პორტფოლიო. შეფასება აქ კონკრეტულია: რა მუშაობს, რა გასაუმჯობესებელია და რატომ.
… კრეატორი ონლაინ ახლა
დიზაინი, ვიდეო, 3D, კოდი, ფოტო და მუსიკა. Discord საზოგადოება, სადაც ნამუშევარს აჩვენებ, სწავლობ და ქმნი სხვებთან ერთად.
შექმენი. დაუკავშირდი. განვითარდი.
Create. Connect. Grow.
ნამდვილი სერვერი, ნამდვილი არხები და პოსტები



ახალი: #public-assets: 460 უფასო ფაილი: SFX, light leak-ები, ფონები, ტექსტურები, აიქონები და პალიტრები 🎁

ახალი ვიდეო #announcements-ში: POV: დიზაინერი ხარ საქართველოში 💀
დამწყებიდან პროფესიონალამდე, ათი მიმართულება ერთ სერვერზე
ოთხი მიზეზი, რომ შემოხვიდე

01. ნამუშევრები
დასრულებული ნამუშევრები, პროცესი და პირადი პორტფოლიო. შეფასება აქ კონკრეტულია: რა მუშაობს, რა გასაუმჯობესებელია და რატომ.

02. სწავლა
გაკვეთილები, დამწყების გზამკვლევი, ტექნიკური კითხვები და ლეგალური უფასო რესურსები: ფონტები, პრესეტები, ტექსტურები, ხმები.

03. თანამშრომლობა
დიზაინერი ვიდეოსთვის, მონტაჟორი პროექტისთვის, გუნდი იდეისთვის. შეკვეთებისა და ვაკანსიების არხებიც მზადაა.
გულწრფელად: კლიენტები ჯერ არ გვყავს. მარკეტპლეისი საზოგადოებასთან ერთად გაიზრდება.

04. გამოწვევები
შემოქმედებითი გამოწვევები, ღონისძიებები და საუკეთესო ნამუშევრების დიდების დარბაზი.

მიმდინარე გამოწვევა #1
შექმენი ნამუშევარი, რომელიც ასახავს ქალაქის ტექსტურას, ის, რასაც ყოველდღე ვხედავთ, მაგრამ იშვიათად ვამჩნევთ: ძველი აბრები, ფასადები, ტიპოგრაფია, ხმაური, სინათლე, რიტმი.
ვადა: 20 დეკემბერი, 2026, 23:59 (თბილისი)
რასაც TikTok-ზე ვდებთ. სქროლე და ნახე
რა ხდება Creativo-ში
ახლა Creativo-ს საკუთარი საიტი აქვს: ვიდეოები ფიდის სახით, უფასო რესურსები, წესები, გამოწვევები და ცოცხალი სტატისტიკა ერთ ადგილას.
ნახე ვიდეოები →Creativo-მ შექმნა და უფასოდ გაუზიარა წევრებს ხმოვანი ეფექტები, light leak-ები, 4K ფონები, ტექსტურები, აიქონები და ქართული პალიტრები. გამოიყენე კომერციულ პროექტებშიც.
ჩამოტვირთე →Creativo ერთად იზრდება, ამიტომ ორი სივრცე ახლა ყველა წევრისთვის ღიაა. შენ თვითონ აქვეყნებ, სტაფის დამტკიცების მოლოდინის გარეშე.
მოწესრიგებული, უსაფრთხო, ადამიანური
შემოსვლისას რამდენიმე კითხვას პასუხობ და სერვერი შენს მიმართულებასა და ინტერესებს მოერგება.
პორტფოლიოს გადამოწმების შემდეგ იღებ სპეციალურ როლს, ნდობის ნიშანს კლიენტებისა და კოლეგებისთვის.
მკაფიო წესები, მოდერაცია და ავტომატური დაცვა სპამის, თაღლითობისა და პირატული კონტენტისგან.
კითხვა, პრობლემა ან საჩივარი? გახსენი ტიკეტი და სტაფი პირადად გიპასუხებს.
„Creativo ახლა იწყება. ჯერ 31 ადამიანი ვართ და კლიენტები ჯერ არ გვყავს, ამას არ დაგიმალავთ. მაგრამ ყველა საზოგადოება ასე იწყება: რამდენიმე ადამიანით, ვინც პირველი მოვიდა.“
Creativo-ს გუნდიდაფუძნებულია bot-byte.com-ის მიერ460 ფაილი, შექმნილი Creativo-ში. უფასოა კომერციულ პროექტებშიც
22 ხმოვანი ეფექტი მონტაჟისთვის
7 ვიდეო ეფექტი და ფლეშ-გადასვლა
12 ფონი, 4K დესკტოპი + ტელეფონი
მარცვალი, ქაღალდი, ბეტონი, მტვერი
45 ხაზოვანი აიქონი
12 ქართული პალიტრა
70 პიქსელ-არტ აიქონი
16 ანიმირებული პიქსელ-არტი
20 პიქსელ UI ელემენტი
8 პიქსელ-არტ ფონი
60 სტიკერი × 3 ფერი
სტრიმის პაკეტი, 4 სტილი
YouTube და TikTok კიტი
16 გადასვლა მონტაჟისთვის
20 არკადული ხმა
30 ხმა ვლოგერებისთვის
10 უფასო ტრეკი
20 ფონი თამბნეილებისთვის
წევრების ნამუშევრები
საიტზე წევრების ნამუშევრებს მხოლოდ ავტორის თანხმობით ვაქვეყნებთ. გამოაქვეყნე #showcase-ში და მოგვწერე, თუ გინდა, რომ საიტზეც გამოჩნდე.
შემოსვლა უფასოა, გჭირდება მხოლოდ Discord-ის ანგარიში. შეეხე ლოგოს და შეატრიალე.