ჩვენ შესახებ

ქართველი კრეატორები ერთ სივრცეში

საქართველოში ნიჭიერი კრეატორი ბევრია, მაგრამ ხშირად ყველა ცალ-ცალკე მუშაობს. Creativo შეიქმნა, რომ დიზაინერს, მონტაჟორს, 3D არტისტს, დეველოპერს, ფოტოგრაფს თუ მუსიკოსს ჰქონდეს ადგილი, სადაც მის ნამუშევარს სერიოზულად შეხედავენ, გულწრფელ შეფასებას მისცემენ და ახალ შესაძლებლობებს გაუხსნიან.

წესები

საზოგადოების წესები

ეს წესები იცავს იმას, რაც Creativo-ს ღირებულს ხდის: უსაფრთხო, პროფესიულ და მეგობრულ გარემოს. სერვერზე ყოფნით ეთანხმები მათ.

  1. 01. პატივისცემა

    მოეპყარი ყველას პატივისცემით. შევიწროება, დამცირება, დისკრიმინაცია, მუქარა და პირადი შეურაცხყოფა დაუშვებელია.

  2. 02. კრიტიკა ნამუშევარზე, არა ადამიანზე

    შეფასება უნდა იყოს კონკრეტული და სასარგებლო. დაცინვა და „უბრალოდ ცუდია“ არ არის ფიდბექი.

  3. 03. სპამი და რეკლამა

    ფლუდი, სპამი და რეკლამა ნებართვის გარეშე აკრძალულია, მათ შორის წევრებისთვის პირად შეტყობინებებში. სხვა სერვერის მოსაწვევი ბმული მხოლოდ პარტნიორობის შეთანხმებით.

  4. 04. საავტორო უფლებები

    გააზიარე მხოლოდ საკუთარი ნამუშევარი ან ის, რისი გაზიარების უფლებაც გაქვს. პირატული პროგრამები, მოპარული შაბლონები და ფასიანი რესურსები ნებართვის გარეშე აკრძალულია.

  5. 05. უსაფრთხო კონტენტი

    უხამსი (NSFW), ძალადობრივი და შოკისმომგვრელი მასალა აკრძალულია ყველა არხში, ავატარსა და სახელში.

  6. 06. პირადი მონაცემები

    არ გაავრცელო სხვისი პირადი ინფორმაცია. საკუთარი ბარათის, ანგარიშის, პირადი ნომრის ან პაროლის საჯაროდ გაზიარებაც ნუ გაქვს.

  7. 07. მარკეტპლეისი

    გარიგებებზე პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ მონაწილე მხარეები. Creativo არ არის გარიგების მხარე და არ იძლევა გადახდის ან მომსახურების გარანტიას. თაღლითობა = მუდმივი ბანი.

  8. 08. ვინაობის მითვისება

    აკრძალულია სხვა წევრის, სტაფის, ბრენდის ან Discord-ის სახელით წარდგენა.

  9. 09. AI-ით შექმნილი ნამუშევარი

    AI-ით შექმნილი ან მნიშვნელოვნად დამუშავებული ნამუშევარი მონიშნე „AI“ თეგით. ნუ წარადგენ მას ხელით შექმნილად.

  10. 10. არხების დანიშნულება

    წერე შესაბამის არხში და ფორუმებში აირჩიე სწორი თეგი. ქართული და ინგლისური ორივე მისაღებია.

  11. 11. მოდერაციის გადაწყვეტილებები

    გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია ტიკეტით #support არხში, არა საჯარო დისკუსიით.

  12. 12. Discord-ის წესები

    მოქმედებს Discord-ის მომსახურების პირობები და საზოგადოების სახელმძღვანელო.

ხშირი კითხვები

FAQ

შემოსვლა ფასიანია?

არა. Creativo და მისი რესურსები სრულიად უფასოა. გჭირდება მხოლოდ Discord-ის უფასო ანგარიში.

ვისთვისაა Creativo?

ყველასთვის, ვინც ქმნის, დამწყებიდან პროფესიონალამდე: დიზაინი, ვიდეო, მოუშენი, 3D, კოდი, ფოტო, მუსიკა, კონტენტი, AI კრეატივი.

შეკვეთებს მივიღებ?

გულწრფელად: ჯერ კლიენტები არ გვყავს. სერვერზე არის მარკეტპლეისის არხები შეკვეთებისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ის საზოგადოებასთან ერთად გაიზრდება.

რა არის Verified Creator?

სპეციალური როლი, რომელიც ენიჭება პორტფოლიოს გადამოწმების შემდეგ. განაცხადი იგზავნება სერვერზე, #support არხიდან.

შემიძლია ჩემი რესურსის გაზიარება?

კი, #public-assets ფორუმში ყველას შეუძლია გამოაქვეყნოს საკუთარი ან ლეგალურად უფასო რესურსი, წყაროსა და ლიცენზიის მითითებით.

პრობლემა მაქვს / ვინმე წესს არღვევს

გამოიყენე /report ბრძანება ან გახსენი ტიკეტი #support არხში. სტაფი სწრაფად გიპასუხებს.

შემოგვიერთდი

discord.gg/creativo

შემოგვიერთდი Discord-ზე